ისტორიები პაპებზე



  • გინდაც ბაბუებზე :vik:

    დღეს დეიდაშვილს ველაპარაკე ძალიან დიდხანს.. 4 წელია არ მინახავს, არაა საქართველოში.
    მაგარი ისტორია მომიყვა ნამდვილი ამბავი :smile:
    თან ნანახი მაქვს მეც ფაქტი ჩემი თვალით.
    მოკლედ, პაპაჩემს ჰყავდა 9 დაძმა, ფიზიკურად ყველაზე ძლიერი თვითონ იყო, ერთი ძმა ჰყავდა გოგია ხოდა ორივე მუშაობდნენ კასპის ცემენტის ქარხანაში ზეინკლებად.
    ვინც არ იცის ქარხანას და კარიერს აკავშირებს საბაგირო გზა რომლითაც ვაგონეტები მოძრაობს და დააქვს თითო ვაგონეტს თუ სწორად ვიცი დაახლოებით 1 ტონა ცემენტის მასალა.
    პაპაჩემის და მისი ძმის მუშაობის დროს საბაგირომ როგორც ჩანს მოდერნიზება განიცადა, ძველი ვაგონეტები მოხსნეს იმ მიზეზით რომ მძიმე იყო ("ზაკლიოპკებით" იყო აწყობილი 30იან წლებში) დააყენეს ახლები, უკვე შედუღების პრინციპით აწყობილი და უფრო მსუბუქები.
    ძველი ვაგონეტები ქარხნის ტერიტორიის გარეთ დაყარეს ერთად.
    ჩვენს გოგია პაპას დრო უხელთია, ერთი ვაგონეტი მოუპარია და სახლში წაუღია :lol: დაუნახავს ყარაულს და დაასმინა დირექტორთან.
    მეორე დღეს გამოიძახეს გოგია პაპა (მაშინ ჯერ ჯეელი იქნებოდა :smile: ) ამ გარეთ დაყრილ ვაგონეტებთან.
    დირექტორია, ყარაული და იქნებოდა ალბათ კიდევ ვინმე.
    დირექტორი ეკითხება თურმე შენ მოიპარე ვაგონეტკაო?
    კიო მე მოვიპარეო, რაღა უნდა ეთქვა
    რად გინდაო?
    ბაღში დავდგიო, შიგ წყალს შევაგროვებ ხოლმე და მოვრწყავო.
    კარგიო, არაფერს გეტყვი ოღონდ მითხარი კიდევ ვინები იყვნენ შენთან ერთადო.
    არავინ მარტო ვიყავიო - პაპამ
    როგორ კაცო, რანაირად, მარტო როგორ წაიღეო, კიდევ ვინ იყოო უკითხავს დირექტორს ყარაულისთვის
    მარტო იყოო ყარაულმაც
    არ დაიჯერა დირექტორმა და როგორ წაიღე უნდა გვანახოო
    აი ასეო, თოკი მოვაბი, მხარზე მოვიგდე და წავიღეო
    მოუტანეთ თოკიო უბრძანებია დირექტორს
    მოუტანეს თოკი, მოაბა პაპამ ვაგონეტს, მოიკიდა ზუარგზე და დგას, დირექტორს მხარზე დაურტყამს ხელი და აბა ჰე სახლამდე აღარ გაჩერდეო, ხოდა ახლა ბიძაჩემს ეზოში ორი ვაგონეტი უდგას და ბაღჩას საკაიფოდ რწყავს ხოლმე :lol: :lol: რო ჩავალ მერე სურათს გადავუღებ და დავდებ რამხელა ყლეობაზე ვლაპარაკობ რო მიხვდეთ 🐶

    alt text

    მაგის ძმაზე ანუ ნამდვილ პაპაზე მერე მოგიყვებით თუ არ დამეზარა :yawn:



  • ოჰ პაპები და ბაბუები :love:

    მე პაპა მყავს :chest:

    იყოს ამ თემაში :smile: ცხელძაღლამდე მხვდა წილად ამ ისტორიის მოსმენა

    Youtube Video



  • მოკლედ გავაგრძელებ...
    10 წლის ვარ და მთაში სათიბად წამიყვანეს პირველად. ბიძა და სამი უფროსი ბიძაშვილი მახლავს...
    თიბვა ახლაც მევასება და მაში ჭკუა მეკეტებოდა :love:

    იტოგში, მეორე დღეს ამოდის ბაბუაჩემი.
    სათიბებს შემოურბინა ცხენით და მოგვადგა ჩვენ.
    ჩვენ ამ დროს ნაძვის ძირას ვზივართ, მაწონს და ხაჭაპურს შევექცევით და ველოდებით მზის გადასვლას, თიბვა რომ გავაგრძელოთ.

    რას ჰგავს ნათიბი, მტრისთვის თიბავთ, მე თქვენი ასე და ისეო - დაგვჭყივლა გიერგმა(ბაბუამ, რა )

    მისმა მოსახელემ ახედა და - ცუდად ნათიბი რაცაა - ერეკლეს ნათიბიაო :smile:

    აი, მაშინ მართლა იქ უნდა ყოფილიყავით :gigi: :gigi: :gigi:

    მათრახი რო გადაცხო ცხენიდან ჩამოუსვლელად - თითის ტოლა ბავშვს ამუშავებთ და თქვენ ჩრდილში ზიხართო?! :smile:

    ყვირილზე ბიძაჩემმაც მოგვისწრო და სიტუაცია განმუხტა :lol: :lol: :lol:
    წყალზე იყო წასული...



  • @X_Ray said in ისტორიები პაპებზე:

    თიბვა

    ძაალიან კარგი რამეა
    არცერთ ბაბუას არ ვიცნობდი :down:



  • @მარიამ said in ისტორიები პაპებზე:

    არცერთ ბაბუას არ ვიცნობდი

    არ მოესწარი თუ არ იცნობდი?

    სხვადასხვა რამეა ეს ორი...



  • @X_Ray ორივე გარდაცვლილი იყო მე რომ დავიბადე :down:



  • @მარიამ said in ისტორიები პაპებზე:

    @X_Ray ორივე გარდაცვლილი იყო მე რომ დავიბადე :down:

    მე ცოცხალი მყავდა დედაჩემის მამა, მაგრამ ბებია არ აღიარებდა...
    გენია ქალი იყო გენაცვალე, ჩემი გამზრდელი...
    ეგეთ ქალებს მარტო ჰოროსკოპით ღლეები ტოვებენ...

    ბაბუს შვილები და შვილიშვილებიც მივიღე... სისხლია ბოლობოლო და მათ რა დააშავეს...

    მაგრამ მის საფლავზე მისვლის სურვილი ჯერ არ გამჩენია...

    ჩემ ბებიას აწყენინა და იმიტომ :rasta:



  • მეთქი რომის პაპებზეა ბაზარი... :rolleyes:



  • ჩემი და თიბვის ამბავი კი იცით...
    პატარა ვარ, 8 წლის ალბათ და ბაბუ მეუბნება შენი ცელი აიღე და გამომყევიო...
    კუნტრუშით გავყევი :smile:

    ჩავედით ერთ ნაკვეთში და სარეველაა... ჩემზე მაღალი...

    დავყევით და შუადღემდე გადავპარსეთ მთლიანად..

    მერე მომაგროვებინა, სალიარკა გადაასხა და დაწვა...

    გამიკვირდა, რატომ ვწვავთ-თქო?

    ღობეს აღარ მიყენებენ მთელს ამ სარეველას გულისთვისო :smile:

    წლების მერე გავიგე, რომ პლანის ყანა გაგვითიბია :lol: :lol: :lol:


Log in to reply