სადღეგრძელო



  • დღეს ნეპოტიზმის სადღეგრძელო დალიეს
    ნეპოტიზმიო მაგარი რამეაო
    ახლა ცუდად ახენებენ ხოლმე მაგრამ ისე ქართველებმა აქამდე თავი ერთმანეთით მოვიტანეთ და ეს ტრადიცია შესანარჩუნებელიაო
    რას იტყვით?



  • @მარიამ ეგ რა არის პატრიარქის სადღეგრძელოსაც სვამენ და თან რამდენჯერ მაქვს დალეული როიცოდე :lol:



  • @Khorne ფეხზე დგები ცოლმე და ამბობ ჩვენი ცოცხალი წმინდანია სულ ჩვენთვის ლოცულობს და გაუმარჯოსო?
    თვითონ თქვა წასულების მერე მე მადღეგრძელეთო? :დდ
    აქ არ დალეულა პატრიარქის სანამ იქ ვიყავი
    ისეთი თამადა ჰყავთ ვინმემ სადღგრძელო თუ არ მოითხოვა ეგ მაგას არ იტყვის :დდ



  • @მარიამ :gigi: წმინდა სალოცავებია ჩემი ფავორიტი :up: უკვე ვხვდები რომ ამოწურულია სადღეგრძელოები და დაშლა-არმოშლისკენ მიდის საქმე. მერე გზა დაგვილოცეთ ნანაი ნანაი ნა ნა იწყება და ისმის ანგელოზთა სიმღერა და გალობა :love: მგონი მომენატრა რესტორანში ქეიფი :user:


    იმენა მტყვნელი სიმღერაა :lol:



  • @Khorne რესტორანში თყ ქეიფობ ან მიკროფონი უნდა იყოს ან მარტო თქვენ იყოთ დარბაზში თორემ ისეთი ყაყანია სადღეგრძელოებს ვერ ვისმენ
    მე როგორი სუფრები მიყვარს იცი სადმე ცალკე ყველა რომ ვერ ეტევა სუფრასთან სკამებიც რომ არაა საკმარისი და ხელსაც ვერ შლი კარგად რომ ჭამო შეზღუდული სივრცეა
    ზამთარში თუ ხდება ეგ და ცივა თან ქურთუკი გაცვია უჰ უჰ
    უფრო გულიდან მოდის სადღეგრძელოები ეგეთ სუფრებზე თუ აკვირდები
    სოფელში მინდა!
    თუ წავედი აუცილებლად მაგრად დაველევ ახალ წელს
    ბოლო ზარების სიმღერაა :დ



  • @მარიამ მეორეც მაქვს :smile: ჯერ არ ვყოფილვარ რესტორანში ეს რომ გამემაზა :lol: სულ ვიღაცა გვერდზე სუფრელის დაბ დღეა :yes:



  • @Khorne :lol: :lol: :lol: ჰოთსეილიდან ნაყიდი ვაუჩერით ყოფილხარ? სავსეა ხომე დარბაზი და ყველას დაბადების დღე აქვს :დდ



  • @მარიამ ეგ ფასდაკლებები კიდე არსებობს? :lol: 10 წლის წინ დავდიოდით თანამშრომლები კანჭზე :lol: :facepalm:



  • @Khorne კი კაცო :lol: ჩემი მოსწავლეების მშობლებმა წამიყვანეს ერთხელ ეგრე რესტორანში და მეორედ მეგობრის ქმრის დაბადების დღეზე ვიყავი
    მაგარი განუკითხაობა იყო ორივეჯერ :დდდ
    აა ერთხელ ჯგუფელები ვიყავით სადღაც 45 ლარად ისეთი სუფრა გაშალეს ჩიტის რძეც იდო :drug:



  • @მარიამ :lol: :lol:
    aqve RIP restornebs 😞 mgoni yvelaze magrad magat daerxat



  • @Khorne ჰო 😕
    არადა ჭამა-სმის ბიზნესი ყვაოდა



  • ჰეჰ, ბოლოს ნოემბერში ვიყავი რესტორანში, ქუთაისში...
    ვერ ვიყავი მთლად კარგად...
    ვატყობ, სიცხე მიწევს...
    მეთქი შესასვლელში ხომ გაგვიზომავენ და გავიგებ-თქო...

    შევდივართ, გვიზომავენ...

    მაჩვენეთ-მეთქი...

    მიბრძანდით, მშვიდობააო...

    არ მოვეშვი და აპარატი 35.1-ს აჩვენებს :smile:

    ბანჯო ვარ შეჩემა, რა 35.1?! - ვატრაკებ უკვე
    ნუ, იასნია, ბანჯო ვერ გაიგეს რა ხილი იყო :gigi:

    არსად არ მუშაობს ეს თერმომეტრები, რომ არ დაგვაჯარიმონ - მაგ პონტშიაო :facepalm:

    60 გრადუსიანი ჭაჭა გაჩითეს, სამი კოვზი ჩორნი პერეცი ჩავყარე და ლაწაააან...

    თბილისში სულ დოლ-გარმონით ჩამოვედით :lol:

    ასწორებს რესტორანი, როცა ისეთ ხალხთან ხარ, სადაც სიტყვების კონტროლი საჭირო არაა :love:


Log in to reply