მეძინება



  • 6 საათია :up: :down:



  • ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
    გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
    მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -
    რომელი საათია? რომელი საათია?

    ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
    მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
    ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
    რომელი საათია? რომელი საათია?

    სამის, შეიძლება, არის მესამედი,
    მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
    კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე -
    რომელი საათია? რომელი საათია?

    ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
    ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
    ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
    რომელი საათია? რომელი საათია?

    ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
    თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
    აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
    რომელი საათია? რომელი საათია?

    იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
    თრობის საათია, ღვინის საათია!”
    ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -
    რომელი საათია?



  • დაიძინე, ახლოს მიდი ღმერთთან,
    დაგეწამლე, გელულება თვალი,
    იავნანა ყვავილების ერთავ,
    დაიძინე, მამა უკეთ არი,
    დაიძინე, ცა მოგაბნევს ალმასს,
    დაიძინე, შვება იგრძენ ღამის,
    სიზმარებში ჩაეხუტე მამას,
    შემოგევლე, მზეთაიავ მამის.
    დაიძინე, გამეზარდე შენ და,
    იავნანა, გაცდენს უკვე თვალი,
    ჯვარს დაგსახავს ნაზარევლის დედა,
    დაიძინე, მამა უკეთ არი.



  • რა მაგის პასუხია და დღეს ყავა დავლიე, ახლა კიდევ კაკაოც გამოვწრუპე და ალბათ დაძინებამდე კიდე დავლევ 1-2-ს



  • პარალელურად იატაკს ვყრი სამზარეულოში



  • @მარიამ დაიძინე შე კუდრაჭავ



  • @მარიამ მიიძინო რა ღვთისმშობელი ხარ? :drug:



  • @Khorne said in მეძინება:

    @მარიამ მიიძინო რა ღვთისმშობელი ხარ? :drug:

    :smile:



  • @Khorne said in მეძინება:

    @მარიამ მიიძინო რა ღვთისმშობელი ხარ? :drug:

    :lol: :lol: :lol:
    მეძინა უკვე
    აბა არაფერი მითხარით და
    @მერავი ამ სიცივეში კაცო?
    იატაკის აყრასე ვამბობ



  • @მარიამ ჰო, მა როდის ამეყარა? ეხლა მიწევს სახლში ყოფნა და



  • ეხლა ჩაის დაყენებას ველი და მაგასაც დავლევ შესვენებაზე



  • @მერავი ახლა ცივა
    ვღელავ შენზე :up:
    ცაი არ დამილევია არც მახსოვს რამდენი ხანი და ახლა ვაპირებ :up: გრილდება



  • @მარიამ said in მეძინება:

    ცაი არ დამილევია არც მახსოვს

    ასეთია IMG_20201205_221400.jpg
    არ მცივა, ვიოფლები კიდეც მუშაობისას



  • @მერავი მე რა ხანია დავლიე :up:
    გამჭვირვალე ჭურჭელი მაგრად მიყვარს :up:



  • @მარიამ მეც, ეს ნიდერლანდური ფინჯანი გავჩითე სადღაც ერთი კვირის წინ სუფთა სახლში და ეგრევე დავალე ხელი, თან ვფიქრობდი მეორეც ხომ არ ვიყიდო-მეთქი



  • 400მლ-ანია, როგორც კაი ლუდის ბოკალში, იმდენი ჩადის



  • გოგოებს დიდჭიქიანი ბიჭები ევასებათ :up:



  • @gurabe გურამ, მეჩვენება თუ მართლა შენ ხარ?! :relaxed:



  • @X_Ray
    ხასიათი რომ დამიწუნე, ვერ გპატიობ :lol:



  • მეც რამის მაგიდაზე დამეძინა.

    @ბუდა დაგძინებია მაგიდაზე?


Log in to reply