წყევლა ვინც კატუტუს გააქცევს ფორუმიდან



  • შენ რადგან უსამართლოდ მომექეცი და მაწყენინე უფალს უზენაეს ღმერთს შევთხოვ რომ ისეთ დღეში ჩაგაგდოს სიკვდილი გენატრებოდეს და სიკვდილი გაგირბოდეს, წყეული და შეჩვენებული იყავი გწყევლი უფლის მიერ კაცისადმი მინიჭებული ძალაუფლებით, სისხლად გექცეს საკვები და დღე ღამედ, საკუთარი გვარის უბედურობის ხილვით გამწარებული ითხრიდე თვალებს რომ ვეღარ დაინახო შენი შთამომავლების სიმწარე, სიშლეგის სული მოგივლინოს უფალმა და ბილწ დემონთა ბუდედ იქცეს შენი გვამი, ხორცი გილპებოდეს ზეზეურად და საკუთარი გვამის სიმყრალე გახრჩობდეს, დაწვებოდე ძილი არ გეკიდებოდეს, ფეხზე მდგარი თვლემდე, შენს ცოლთან უცხო წვებოდეს შენს თვალწინ და უძლური იყო აღკვეთო შენი სირცხვილი, ავაზაკთა თავშესაფრად იქცეს შენი სახლი და შენი ქონება მეძავთა გასაფლანგად, წყურვილი გკლავდეს და შარდი გენატრებოდეს დასარწყულებლად, შიგნეულობა გაგიმწარდეს და ძვლები გექცეს ნაცრად, ტკივილი და ტანჯვა იყოს შენი მეგზური შენს დღეთა ბოლომდე, უზენაეს ღმერთს შევთხოვ მოგაწიოს ყველა წყევლა და შეჩვენება რომლითაც შენს მიერ ჩადენილი უსამართლობის გამო ნაწყენმა დაგწყევლე, ანგელოზთა დასი რომ დაგიდგეს შუამდგომლად და მთავარანგელოზებმა მთხოვონ შენი დახსნა ჩემი წყევლის სიტყვებიდან უკან არ წავიღებ, უზენაეს ღმერთთან გიჩივი შენი გულქვაობის გამო და მოვითხოვ მისგან სამაგიერო მოგიზღას ვიდრე ათასგზის არ შემთხოვ ნაცარში მონანული სიტყვებით მაპატიე.



  • alt text



  • თუ არ მინდა ვერავინ "გამაქცევს" :smile:



  • @Katutu said in წყევლა ვინც კატუტუს გააქცევს ფორუმიდან:

    თუ არ მინდა ვერავინ "გამაქცევს" :smile:

    ლოლ. მე ლენას კოლაბორანტი ვარ და ფაქტებს სხვა ინტერპრეტაციას უკეთებ, როგორც ვხედავ.



  • @da33a გამაქციოს არა, ზოგის პოსტის ნახვამ შესაძლოა გული ამირიოს ჯასტტტ 👍



  • @Katutu ასე მგონია რომ 1 კვირასაც ვერ გაძლებ

    ლოლოლოლოლოლოლოლოლოლოლოლოლოლოლოლოლ



  • @da33a ვნახოთ ვნახოთ :smile:


Log in to reply