ლობიანი როგორ გამოვაცხო?

  • ლობიანის შიგთავსი მაქვს და თავად ლობიანი როგორ გამოვაცხო?
    ანუ ცომის გაკეთება მასწავლეთ, ვინც იცით.
    მგონი კორონა მაქვს, ძაან ცუდად ვარ და ვეცდები ნელა რამე გავაკეთო.
    დედაჩემს დაუდასტურდა და წაიყვანეს რამდენიმე დღეა.

  • ხო მართლა, ჩემი პირველი ხელფასი ავიღე და შეგიძლიათ მომილოცოთ.
    მთელი 90 გელა ბაბლუანი ჩამირიცხეს. :yes:

  • ჩადი თონეში და ცომი იყიდე :drug:

  • @public_enemy
    კორონა თუ აქვს გადაადებს ხალხს :დდდდდ

  • არ გამოაცხო

  • @ბუდა კორონა აქვს? არ ვიცოდი :user:

    @ბანჯოო კორონა გაქვს?

  • @ბანჯოო მკურნალი.ჯიზეც ყოფილა ლობიანის რეცეპტი :lol: :lol:
    ზუსტად დოზები არ ვიცი ისე ვაკეთებ ხოლმე ცომს
    1 კილო ფქვილი გაცერი
    ცალკე რამე პატარა მათლაფაში/ჭიქაში ჩაყარე 2 სუფრის კოვზი ფქვილი 1 სუფრის კოვზი საფუარი შეგიძლია დაამატო სულ ცოტა შაქარი ამბობენ საფუარს ააქტიურებსო და დაასხი თბილი წყალი იმდენი რომ პიურესავით მასა მიიღო
    ვიცი რომ პიურეს გაკეთება იცი :up:
    დაელოდე ასე10 წუთი შეიძლება მეტი ან ნაკლები გააჩნია რა ტემპერატურაა ოთახში ეგ რომ ამოფუვდება გადაიტანე ფქვილში დაამატე მარილი და ალბათ ნახევარ ლიტრამდე თბილი წყალი
    კარგად აურიე ერთმანეთში გადააფარე რამე დადგი სითბოში რომ ამოფუვდება გააკეთე გუნდები მერე იმ გუნდების აფუებას დაელოდე ასე 10 წუთი და შეგიძლია ცხობა დაიწყო

    დოზებზე თავს ვერ დავდებ :up: :down:

    დედაშენს ჯანმრთელობას ვუსურვებ
    შენც

  • @მარიამ said in ლობიანი როგორ გამოვაცხო?:

    @ბანჯოო მკურნალი.ჯიზეც ყოფილა ლობიანის რეცეპტი :lol: :lol:

    ვაიმე რამხელა რაღაცაა
    რამე უფრო მარტივი არ არსებობს? :დდდდ

    მადლობა ❤

  • @public_enemy said in ლობიანი როგორ გამოვაცხო?:

    @ბუდა კორონა აქვს? არ ვიცოდი :user:

    @ბანჯოო კორონა გაქვს?

    დიდი ალბათობით
    ზეგ ამიღებენ ტესტს

  • @ბანჯოო უფრო მარტივად მაშინ ფქვილში ორმო გაკეთე წყალიჩაასხი მარილი და საფუარი ჩაყარე და აურიე
    არაფრის :up:

  • @მარიამ said in ლობიანი როგორ გამოვაცხო?:

    @ბანჯოო უფრო მარტივად მაშინ ფქვილში ორმო გაკეთე წყალიჩაასხი მარილი და საფუარი ჩაყარე და აურიე
    არაფრის :up:

    აქ ალბათ მატყუებ

    კარგი...
    მივყვები როგორმე იმ ტექსტს...

  • პროსტა თვალებში ვერ ვიხედები, ენერგია არ მაქვს და ყველაფერი მტკივა:(((

  • @ბანჯოო
    პირველ რიგში წყალი დალიე ახლა :old: და სუნთქვა თუ გაგიჭირდა დარეკე იმ იმეებში

    რამე უფრო მარტივი არ არსებობს? :დდდდ

    კაროჩე ფქვილში სოდა გაურიე ცოტა ძაან, მერე მაწონი დაასხი და აურიე, ისეთი მასა მიიღე რომ ჩაიტენოს შიგნით შიგთავსი და გამოაცხვე მერე :up: ნუ თუ თხელია ფქვილი დაამატე, თუ პირიქით წყალი რა

    ანუ საფუარს აღარ იყენებ და ლოდინი არ გიწევს, დოზებს ვერ გეტყვი პროსტა თვალით ვშვებოდი მე, თან არც აგამიცრია არასდროს ცომი :up: :down:

  • მარი მას
    1 კილო ფქვილი რამდენია როგორ მივხვდე?
    და კიდევ მგონი გაცრა არ უნდა

  • @ბანჯოო არ მომიტყუებიხარ :დდ
    ბუდას რეცეპტიც ძვირფასია მაწვნის ცომი :up:
    ფქვილი გაცრილი უკეთესია მენდეთ თუმცა გაუცრელობაც არაფერს აფუჭებს
    ერთი სტანდარტული ჭიქა არის 200 გრამი დაახლოებით

  • მქონია მაწონი.

    ახლა შეთანხმდით და ერთობლივად ცოტა გამარტივებული, მაგრამ კარგი რეცეპტი დამიწერეთ

    :user:

  • @ბუდა said in ლობიანი როგორ გამოვაცხო?:

    @ბანჯოო
    პირველ რიგში წყალი დალიე ახლა :old: და სუნთქვა თუ გაგიჭირდა დარეკე იმ იმეებში

    რამე უფრო მარტივი არ არსებობს? :დდდდ

    კაროჩე ფქვილში სოდა გაურიე ცოტა ძაან, მერე მაწონი დაასხი და აურიე, ისეთი მასა მიიღე რომ ჩაიტენოს შიგნით შიგთავსი და გამოაცხვე მერე :up: ნუ თუ თხელია ფქვილი დაამატე, თუ პირიქით წყალი რა

    ანუ საფუარს აღარ იყენებ და ლოდინი არ გიწევს, დოზებს ვერ გეტყვი პროსტა თვალით ვშვებოდი მე, თან არც აგამიცრია არასდროს ცომი :up: :down:

    ეს ცოტა სოდა რამდენია?
    ან მაწონი რამდენი?
    მე როგორ მივხვდე, არასდროს რომ არ გამიკეთებია?
    და თბილი წყალი არ უნდა?

  • გამოვიტანე ყველაფერი, მაგრამ რაღაცები ვერ დავაზუსტე და ვერ ვიწყებ:(

  • @ბანჯოო 1 ქილა მაწონში ჩაყარე 1 ჩაის კოვზი სოდა აფუშფუშდება ეგ და მერე შეურიე ფქვილი და მარილი რამდენსაც შეიზელს რბილი რომ იყოს დაახლოებით 1 კგ დაგჭირდება მგონი
    1 კოვზი ზეთიც შეგიძლია დაამატო

  • აი ესენი ყველაფერი რომ ჩავყარო ერთ ჯამში და ხელით ავურიო, გამოვა ცომი?
    მეზარება ლოდინი

Log in to reply