გალაკტიონი



  • აბა კარგად დაფიქრდი,
    როგორ არ გელხინება;
    დღეს არავინ ერთ ადგილს
    არ დგას, არ იყინება.

    წინსვლის იმნაირია
    სასიცოცხლო ანთება,
    გუშინდელ დღეს სიზმრადაც
    რომ არ მოელანდება.

    იმ მერმისში მტკვრის პირად
    წახვალ, შენ იქ გიცდიან -
    იტყვი, რაც გიფიქრია,
    იმღერ, რაც განგიცდია...

    *მტკვრის პირად - ნაგულისხმებია ლეჩხუმი.
    იხ. lechxumi.com



  • ჭეშმარიტი ლეჩხუმელის დაწერილი

    მე მიყვარს თქვენი ხის სასთუმალი,
    თქვენი ბორბლების მძლავრი გრიალი,
    თქვენი ჭალების ხშირი სტუმარი –
    ლურჯა აფხაზურუნაგრიანი;
    თქვენი ქაჯები და ალქაჯები
    ია-იების თვალთა ბრიალით,
    მთვარიანში რომ დაალაჯებენ
    ბროწეულისფერ თავსაფრიანნი;
    თქვენი სიზმრები, თქვენი ზღაპრები,
    ღარის წყალივით გადაგდებული,
    და საკალმახე ფიჭვის ლამპრები,
    სიყვარულივით განათებული!
    თქვენ, წისქვილებო, უნეტარესი
    შთაგონებების რომ ხართ სადგური,
    თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებში
    ოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული,
    ვერ დამაოკებს დიდი მანძილი,
    ლექსო, სადავე მომეც ქარების!
    თქვენს გაურანდავ ტახტზე გაზრდილი,
    თქვენს სანახავად მოვეჩქარები!
    მკლავს ნამკაშური – მინდვრის იმედი,
    ფოთლების ნამით ადიდებული
    და ცეცხლაპირას ნედლი სიმინდი,
    გლეხის ბიჭივით ატირებული;
    მკლავს თქვენს გამჭვარტლულ ჭერქვეშ შეკრებილ
    სახლიკაცობის გრგვინვა-ბუხუნი,
    რომ გადმოლახავს შიშველ ფეხებით
    ყანა ცვრიანი და გამუხლული.
    მკლავს შევარდენი, ფრენით მოღლილი,
    მზის ბრწყინვალებით დაფეთებული
    და მეწისქვილე წელში მოხრილი,
    სულ ერთიანად გათეთრებული.
    მკლავს, მაგრამ დღემდე ვერ მოუკლივარ,
    სიყვარული მჭირს განუკურნელი,
    მკლავს ჩემი ტკბილი ლეჩხუმის ჰავა, –
    ახლადდაფქვილი ხორბლის სურნელი,
    თქვენ, წისქვილებო, უნეტარესი
    შთაგონებების რომ ხართ სადგური,
    თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებში
    ოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული.



  • @ღამის_რაფსოდია said in გალაკტიონი:

    მტკვირის პირად - ნაგულისხმებია ლეჩხუმი

    ბარათაშვილიც ლეჩხუმელი იყო კაცო?! :spy: :spy: :spy:

    ფიქრნი მტკვრისპირას

    წარვედ წყალის პირს
    სევდიანი ფიქრთ გასართველად,
    აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს
    განსასვენებლად



  • @t-90
    ლადოო :alk:

    @X_Ray
    :boli: ალბათ გენეტიკური მუტაციაა შეძენილი ლეჩხუმის ერთი ნახვით



  • ჩემს გაკალტიონს მე ვკითხე ერთხელ
    სად დაიბადებოდითქო და ლეჩხუმშიო :bis:


Log in to reply