თაგვი



  • სამზარეულოში თაგვი ვნახე
    სილიკონის ხალიჩაზე დატოვებულ ფქვილში თამაშობდა ალბათ და რომ შევედი გაიქცა
    თაგვების არ მეშინია მეტიც სოფელში ხელს საერთოდ არ მიშლიან
    ვფიქრობ იქ სუფთა თაგვები არიან ან ეზოში დარბიან ან სახლში
    ესთაგვი რომაუცილებლად უნდა დავიჭირო ვიცი მაგრამ მე რა მაფიქრებს ყველა ფანჯარას აქვს ბადე
    იატაკზე/კედელზე არსად არანაირი ხვრელი არ არის
    ორი ვარიანტია: ერთხელ მოვხსენი ფანჯარას ბადე რამდენიმე საათით
    მეგობარი გავიდა გარეთ და რომ ეგონა კარი დაკეტა ღია დარჩენია სადღაც 15-20 წუთის მერე შევამჩნიეთ
    მოკლედ თაგვი მყავს სახლში



  • ლეჩხუმზე დაარეგისტრირე, ვნახოთ ერთი რა ბიჭია :yes:



  • მე კი მეგონა, თემა მაუსებზე იყო.

    ბუსას გათხოვებდი, მაგრამ დაიმეგობრებს თაგვს, ოღონდ არ სდიოს და ყველაფრის მკადრებელია



  • @ბანჯოო ჯერ დავიჭირო და მერე ვნახოთ
    ისე 3-4 თაგვი კი დამიჭერია ხელით ბავშვობაში
    ესეც შემეძლო დამეჭირა მაგრამ დავიბენი მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი საიდან გაჩნდა სამზარეულოში და კიდევ კარგი ზაფხული აღარ არის და ცივა თორემ ვიფიქრებდი რომ შეიძლება სხვა რამეც შემოყვა და დროებით სხვაგან გადავიდოდი საცხოვრებლად
    @gurabe ისე მათხოვე :love: ზუსტად ეგეთი ფერია ჩემი თაგვიც



  • რატო უნდა დაიჭირო, სექსისტი ხარ?



  • სილიკონის ხალიჩაზე დატოვებულ ფქვილში თამაშობდა

    ჰა? :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

    რას თამაშობდა კაცო :lol:



  • @Mark-Stewart ვარ
    მამრობითი სქესის მხოლოდ თაგვს თუ ავიტან სახლში
    @ბუდა რაღაც ასეთს შვრებოდა
    Youtube Video



  • @მარიამ
    :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

    თაგვის თამაში არ მინახავს არასდროს



  • @ბუდა ახლა ჰო ნახე :bis: მთლად თაგვი არაა მაგრამ ჰგავს რა



  • @მარიამ :love:

    ძაან კაი ტიპია. მხოლოდ ზაზუნების პატრონები მივხვდებით



  • კაი თაგვი კაია :up:
    თაგვზე გამახსენდა ერთი ისტორია ჩემი ბავშობიდან:
    კოროჩე მაშინ კორპუსში ვცხოვრობდი, 90-ანი წლების დასაწყისი იქნებოდა, ასე 94 მაქსიმუმ.
    ეზოში, სახლის გვერდზე კაი გრძელი გუბე იყო იმ პერიოდში, სადღაც 10-12 მეტრი მაინც იქნებოდა და 3-4-იც სიგანეში.
    ხოდა აღარ მახსოვს, როგორ მარა ერთი წრუწუნა ვიპოვე და დავიჭირე მაშინ ცოცხლად და უვნებლად.
    ავიღე პატარა ფიცრის ნატეხი, ჩემი ეხლანდენი ხელის მტევნისოდენა, შემოვდგი ზედ ეს წრუწუნა და შევაცურე იმ გუბეში.
    ცოტა ხანს იჯდა წრუწუნა ამ ტივზე და მეც ვტკბებოდი ჩემი ნამოქმედარით, მერე, როცა უკვე ტივმა დაკარგა ინერცია და გაჩერდა, ამ წრუწუნამ, რომელსაც ამიერიდან შაკოთი მოვიხსენიებთ, ისკუპა ტივიდან და ფაცხა-ფუცხით დაიწყო ცურვა გუბეში, იცურა ცოტა ხანს ამ სწრაფი ტემპით, მერე მოულოდნელად ჩაჰკიდა თავი წყალში და აღესრულა ჩემი შაკო 😞





  • @მერავი
    საწყალი შაკო 😞



  • :lol: :lol: :lol:



  • @მერავი said in თაგვი:

    კაი თაგვი კაია :up:
    თაგვზე გამახსენდა ერთი ისტორია ჩემი ბავშობიდან:
    კოროჩე მაშინ კორპუსში ვცხოვრობდი, 90-ანი წლების დასაწყისი იქნებოდა, ასე 94 მაქსიმუმ.
    ეზოში, სახლის გვერდზე კაი გრძელი გუბე იყო იმ პერიოდში, სადღაც 10-12 მეტრი მაინც იქნებოდა და 3-4-იც სიგანეში.
    ხოდა აღარ მახსოვს, როგორ მარა ერთი წრუწუნა ვიპოვე და დავიჭირე მაშინ ცოცხლად და უვნებლად.
    ავიღე პატარა ფიცრის ნატეხი, ჩემი ეხლანდენი ხელის მტევნისოდენა, შემოვდგი ზედ ეს წრუწუნა და შევაცურე იმ გუბეში.
    ცოტა ხანს იჯდა წრუწუნა ამ ტივზე და მეც ვტკბებოდი ჩემი ნამოქმედარით, მერე, როცა უკვე ტივმა დაკარგა ინერცია და გაჩერდა, ამ წრუწუნამ, რომელსაც ამიერიდან შაკოთი მოვიხსენიებთ, ისკუპა ტივიდან და ფაცხა-ფუცხით დაიწყო ცურვა გუბეში, იცურა ცოტა ხანს ამ სწრაფი ტემპით, მერე მოულოდნელად ჩაჰკიდა თავი წყალში და აღესრულა ჩემი შაკო 😞

    აგე, მეც დავიჭირე შაკო ბავშვობაში სოფელში, ჩემს დას დავდევდი ამით :lol:

    alt text



  • ეს თაგვი იქნებოდა


Log in to reply