ვიძინებ



  • ღამე მშვიდობის
    დილის 4-ზე უნდა ავდგე.
    დამკვირვებელი ვარ ხვალ არჩევნებზე, მარნეულის რომელიღაცა უბანზე.
    არასამთავრობო ორგანიზაციიდან.
    ჩემი პირველი სამსახურია. :user:
    ვნერვიულობ, რამე დებილობა არ გავაკეთო.
    ან არ იფიქრონ, პატარა ბავშვია და გამოვაპარებთ რამესო. :@@@@

    რამე რჩევებს ხომ არ მომცემთ? ყუთის გატაცებას ან რამე ეგეთი ველოდო უნდა? :smile:

    ჩემი რა მიდის. თუ რამე, საჩივრებს დავწერ ლიწინით. მეტი რა შემეძლება. თუ მომინდება, იმდენ საჩივარს დავწერ, დავახურინებ მთელ უბანს და მერე იძახონ, ეს რა ქნა იმ პატარა გოგომო. :@@@@

    ვეეერავინ ვერაფერს გამომაპარებს. მოსაფსმელადაც არ გავალ, ყველაფერს დავაკვირდები. :@@@@



  • ყუთში ჩაუფსი თუ რამე



  • რა გინდა შვილო სად ეტენები
    :drug:
    სანამ ხმებს დათვლიან იქ უნდა იყო აყუდებული
    მეტი საქმე არ გაქვს?



  • @ბანჯოო

    ახლა დაძინებაზე კარგს ვერაფერს გირჩევთ :დ ხვალ შუაღამემდე და შეიძლება შემდეგ შუადღემდეც მოგიწიოს მარნეულში ყოფნა.

    რაც დაგავალა ენჯეომ ის აკეთე, ყველა დაიკიდე სხვა.

    შენხელა რო ვიყავი, მოლები და სოფლის უხუცესები გავყარე უბნიდან, სულ მარტო ვიყავი სადღაც ქედაში ასლან აბაშიძის დროს, ყველაზე რთულ ადგილას წავედი და ბოლოს ღამე ვისაც ყველაზე მეტად ვუშლიდი ნერვებს იმის სახლში გავათენე, მარა ხმები დავიცავი ბაბუ.



  • @ბანჯოო
    ღამე უნდა გატეხო აუცილებლად. როცა გეძინება საფეთქლები დაიზილე და ტუჩები.
    ყუთს არ გაიტაცებენ სავარაუდოდ მარა არ უნდა გამოგეპაროს ჩაყრის მომენტი და ლუქის ახსნის მომენტი.

    ისე მოგცლია.



  • @Mark-Stewart said in ვიძინებ:

    @ბანჯოო

    ახლა დაძინებაზე კარგს ვერაფერს გირჩევთ :დ ხვალ შუაღამემდე და შეიძლება შემდეგ შუადღემდეც მოგიწიოს მარნეულში ყოფნა.

    რაც დაგავალა ენჯეომ ის აკეთე, ყველა დაიკიდე სხვა.

    შენხელა რო ვიყავი, მოლები და სოფლის უხუცესები გავყარე უბნიდან, სულ მარტო ვიყავი სადღაც ქედაში ასლან აბაშიძის დროს, ყველაზე რთულ ადგილას წავედი და ბოლოს ღამე ვისაც ყველაზე მეტად ვუშლიდი ნერვებს იმის სახლში გავათენე, მარა ხმები დავიცავი ბაბუ.

    საღოლ :smile: :smile: :smile:
    ენჯეო რა არის?



  • @ბანჯოო said in ვიძინებ:

    ენჯეო რა არის?

    National geographic

    მაგრამ აქ რატომღაც ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებს იხსენიებენ მაგ სახელით



  • @მერავი said in ვიძინებ:

    @ბანჯოო said in ვიძინებ:

    ენჯეო რა არის?

    National geographic

    მაგრამ აქ რატომღაც ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებს იხსენიებენ მაგ სახელით

    კი აბა მანდ
    ყველგან, ყველა ქვეყანაში ენჯეო არასამთავრობო ორგანიზაციაა.
    ეს ნატგეო რომელი ყურით მოათრიე :gigi:



  • @ბანჯოო
    დარღვევები ხომ იცი რაცაა. ყველა დარღვევაზე უნდა ჯიუტად გაუტრაკო. ბრჭყალები აილესე :yes:



  • @ბანჯოო
    პირველი სამსახურის mc წარმომიდგენია ეხლადნელ ბავშვებში.

    რა არჩევნები ბანჯულიკ
    გაეცალე, გაიქეცი, შორს გაიქეცი



  • უკვე დავიღალე :facepalm:



  • @ბანჯოო said in ვიძინებ:

    უკვე დავიღალე :facepalm:

    აბა ადვილი ფლავის ჭამაა

    ჩEმით :drug:



  • ორი ქალი ეფაჩუნებოდა რაღაცას ერთმანეთს.
    მერე უცებ ორივემ ერთდროულად შემომხედა და მიხვდნენ, რომ ვუყურებდი და ვუსმენდი
    და მეგრულად განაგრძეს ჩურჩული :lol:

    და მე მეგრულიც რო მესმის ამ გურულ ბაღანას :lol:



  • @ბანჯოო
    ჯგირ ანწ ბანჯო, ვაბუდინა!



  • მეგრული და სვანური არის საჭირო და სასწავლი ენები
    პროსტო სამწუხაროდ ენას ვერ ისწავლი ტუ მეგრელი ცოლი არ მოიყვანე ან სვანი. :smile:



  • This post is deleted!


  • @ბუდა said in ვიძინებ:

    ვაბუდინა

    შარშანაც ვიკითხე რას ნიშნავს-თქო და მარგალებმა - დროა მარგალური ისწავლო, მტრის ენა უნდა იცოდეო :lol: :lol: :lol:

    @Mark-Stewart ბერაია შენ მაინც მითარგმნე :smile:



  • @X_Ray said in ვიძინებ:

    ვაბუდინა

    ვა, ბუდა, შე ძველო :drug:



  • ლა რეინას ვკითხე ადრე და ისწავლე მეგრულიო



  • ვიყავი და მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი რა თან.


Log in to reply