საზიზღარ გარემოში ვარ



  • საშინელი ხმაურია
    ყველა მთვრალია
    და ცხიმიანი ტუჩებით მკოცნის

    Cryyyyyyyy



  • @ბანჯოო

    ქორწილში ხარ?

    :lol: :lol: :lol:



  • @Mulan said in საზიზღარ გარემოში ვარ:

    @ბანჯოო

    ქორწილში ხარ?

    :lol: :lol: :lol:

    არა, სახლში ვარ
    ცოტა ხნის წინ ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა და ჩემი ძმის ცოლისიანები მოვიდნენ
    საშინელი აურზაურია
    უკვე დათვრა ხალხი და ძლივს დავითრიე ახლა გოჭის ხორცი
    წავიდნენ რა მალე ცრყყყ
    მთვრალ მამაჩემზე საზიზღრობა მაინც არაფერიააააა



  • ვაიმე ბიძაჩემი მოკვდა ხველებით

    წამიყვანეთ აქედააააან



  • @ბანჯოო

    ააა

    მახსოვს ჩემმა ძმამ ცოლი რომ მოიყვანა რაღაც მსგავსი ხდებოდა პირველ დღეს ჩვენთანაც :lol:

    თუ ოდესმე ოფიციალურ ურთიერთობებში ამოვყოფ თავს კაი ხანს დავმალავ. შეძლებისდაგავარად, ამ ღლეობებს ვერ გადავიტან!



  • @ბანჯოო

    არ გეკითხებიან შენ როდის გვაქეიფებო? :lol: :lol: :lol:



  • შენს ქორწილში უნდა ვიქეიფოთ და ვიცეკვოთ ბანჯულიიიიი

    ბანჯო რომ გქვია იციან?



  • @ბუდა

    ჭკვიანი, გემოვნებიანი გოგოა, ეგრე არ გაიბანძებს თავს თეთრი კაბა ჩაიცვას და მერე ვაგონი მიქრის- ზე აცეკვოს სანათესაო 23:45 ზე :lol:



  • @Mulan

    ვნახოთ :smile:

    ლეჩხუმლების მაგიდაზე ვინ იქნება თამადა?



  • @ბუდა

    პაბლიკა იასნად :gatireb:



  • @Mulan
    პაბლიკა და სასმელი ვერ ძმაკაცობენ



  • @ბუდა said in საზიზღარ გარემოში ვარ:

    @Mulan

    ვნახოთ :smile:

    ლეჩხუმლების მაგიდაზე ვინ იქნება თამადა?

    მულანი. მარიამიც ვეღარ იტყვის რო სექსისტები ვართ



  • @ბუდა

    უი

    რა წმინდანი ყოფილა

    რა საჭიროა სასმელი, ჩაიც წავა ლეჩხუმელების მაგიდაზე

    ჩაის მე დავაყენებ!
    ისეთს მე რომ ვაყენებ და ვამზადებ ვერც ერთი დარწმუნებული ვარ!



  • @Mark-Stewart

    ჩემ სადღეგრძელოებზე ცუდი ლეგენდები დადის!

    მე პას



  • @Mulan ხარაშოოო. გურაბე მოემზადება



  • @Mulan
    უზრდელობა სადღეგრძელოებს იძახი?



  • @ბუდა

    უფრო ფანტაზები მეხსნება და თუ საკმარისად მთვრალი არ ხარ შეიძლება ეგო შეგელახოს ან ვერ გაიგო, ან გაწვე იმდენი იცინო, გააჩნია ადამიანს. გვერდითი მოვლენები აქვს ჩემ სადღეგრძელოებს და ვცდილობ ვიყუჩო ხოლმე!



  • @ბუდა

    სექსის და ორგაზმის სადღეგრძელო დამილევია ისე :facepalm:



  • @Mulan
    ეგოს შელახვა რანაირად?

    ხალხი psychedelic ებს იღებს მაგისთვის



  • @ბუდა
    რავი,

    რაღაცნაირად ასე გამოდის ხოლმე, სიტუაციურად იმპროვიზაციას ვუშვებ და მაგ დროს ვღლეობ...

    დიდ სუფრებზე მე არ ვჩითავ. იშვიათად. წლებია არც დასაფლავებაზე ვყოფილვარ და არც ქორწილში, რესტორნებში ღრიალი არაა ჩემი სტილი, არასდროს ვყოფილვარ ეგეთ რესტორანში, ჩემი სუფრები სალონური ბუნებისაა ასეთ გარემოში სადღეგრძელოები რა საჭიროა. გემრიელობების დაგემოვნება და მყუდრო საუბრებია მხოლოდ და მხოლოდ 🙂


Log in to reply