მურის ციხე
-
მურის ძველ ხიდთან, სადაც გორმახებს
თითქოს მდინარემ დანა დაუსვა,
სამი ციხე დგას: ციხე "დაუხვდი",
ციხე "დაჰკარი" და "არ გაუშვა".
თავს რომ იწყვეტდა ომის ქარბუქი
და მთებს დაჰყეფდა შავი ფრინველი,
ციხე "დაუხვდი" - ფიცხი ჭაბუკი,
მკერდით ხვდებოდა მომხდურს პირველი!
როცა ტყდებოდა მტრების ალყაში
ციხე "დაუხვდის" ზღუდე მაგარი,
ომის ქარ-ცეცხლში დინჯი ვაჟკაციგადეშვებოდა ციხე - "დაჰკარი"!
როცა მძლავრობდა მტერი გულშავი
ციხე "დაჰკარის" მხრების დრეკაში,
"არ გაუშვაო" - "არ გაუშვაო" -
მტრის წინ დგებოდა ციხე-ბერკაცი!
და ნანგრევების მტვრიან ჰაერში
წითლად ელავდა ხმალი ქართული:
"დაჰკარ", "დაუხვდი" და "არგაუშვა" -
იდგა გუგუნი გოლიათური!
ციხე მისდევდა ციხის მაგალითს,
მოძმეს გვერდს ედგა მოძმე ხნიერი,
და ციხეც ციხით იყო მაგარი,
ვით კაცი კაცით - იყო ძლიერი...
შენ, მოგზაურო! ვისაც გეღირსა
ქვეყნად მშვიდობის დღესასწაული,
შედექ! შეჩერდი მურის ძველ ხიდთან,
ამ სამ გოლიათს როცა ჩაუვლი,
ყური მიუგდე ქედებს, მთა-გორებს,
ჩუმად მთვლემარებს კიდით-კიდეში,
"დაჰკარ", "დაუხვდი" და "არ გაუშვა" -
იქნებ მოგესმას ამ სიმშვიდეში...
იქნებ მოგესმას მამებს, წინაპრებს,
ქვეყნად მშვიდობა რად არ ჰქონიათ
შესდექ ლომ-გმირთა ხსოვნის წინაშე,
ყური მიუგდე ამ სამ გოლიათს.
ყური მიუგდე - როგორ გადურჩა
მტრის ხმალს ქვეყანა ცრემლდანამული,
დაჰკარ, დაუხვდი და არ გაუშვა -
აი რა არის ჩვენი მამული!@მარიამ @gurabe
იცოდით?
-
@Mark-Stewart ამის სხვა ვერსია რომ ვიცი
ეს ნაწილია, სრულსაც მოვნახავ
შენ რაჭის გზაზე თუ არ გივლია
და არ გინახავს რაჭის ჭალები
იქ რომ ხიდიკარს ხიდი ჰკიდია
და არ ჰკიდია ხიდზე კარები.გზები ხიდისკენ ისე მიდიან
უკეთესს ვერსად ნახავ თვალები
თუნდაც გრძნეული იყო მინდია
იმ ხიდს ვერსაით გაეპარები... -
@gurabe said in მურის ციხე:
გზები ხიდისკენ ისე მიდიან
უკეთესს ვერსად ნახავ თვალებიმე რაც დავდე ირაკლი აბაშიძისაა, ეგ ვისია?
-
@Mark-Stewart
ამის გადაკეთებული ვარიანტი მგონია, მოსმენილი მაქვს და სრული ვერსია ვერ ვიპოვე. ასე ვფიქრობ ვიღაც რაჭველმა იმაიმუნაირაკლი აბაშიძის წუხელ თოვდას ვყვებოდი 2.5 წლის, მეც არ მჯერა, მაგრამ ბევრი ამბობს
-
@Mark-Stewart ეგ ლექსი კომუნისტის დაწერილია და არ ითვლება
-
@X_Ray უკეთესი შენ დაწერე!
-
@Mark-Stewart said in მურის ციხე:
@X_Ray უკეთესი შენ დაწერე!
მე მწერალი არა ვარ, მკითხველი ვარ
ტიმოთესუბანში რომ დაგედო, ასე ლაითად ვერ გამოძვრებოდი ...
დაგღეჭავდნენ ვაილიბერალები
-
@X_Ray ნწ. მური ოდესმე ვინმეს დაეღეჭოს, გსმენია? იფიქრე ამაზე
-
@Mark-Stewart ერთ თვეში, გიორგობას დაბ.დღე აქვს და გაუხსენი თემა პოლიტ.განყში...
მერე ვილაპარაკოთ
-
@X_Ray ირაკლი აბაშიძეს? მკიდია. მურის ციხეზე ცალკე კიდე შეიძლება :დ
-
@Mark-Stewart
არ ვიცოდი
-
@მარიამ შეიტანე პროგრამაში სასწრაფოდ!
-
@Mark-Stewart მარტო იმ ბავშვების პროგრამაში შემიძლია რომლებსც ვასწავლი
კითხვა არ იციან ჯერ კარგად
სმომავლოდ -
@მარიამ შენ წაუკითხე!
-
@Mark-Stewart ვერ გაიგებენ ყველაფერს თავისი დრო აქვს
-
@მარიამ რომელი კლასები გაბარია?
-
@Mark-Stewart ახლა მე-2
-
@მარიამ ლეჩხუმის მთავარი ნაგებობა ქართული საფორტიფიკაციო ქსელისა ჩემს ნიკს რო უკავშირდება, მაგას კი გაიგებენ.