ფიქრები ხმამაღლა



  • პერერივზე ხინკლის მოხარშვას ველოდები და არ დუღდება წყალი :mad:

    იფიქრეთ ხმამაღლა, ოღონდ მეზობლები არ შეაწუხოთ :old:



  • უფასო ტურნირის დაწყებას ველოდები ბურაში
    უცებ არ მოვიგო 1500 კაცში მარა მაინც :დდდ



  • @ბუდა მე დამავიწყდა და შემოსასვლელში აჩკიპას გადიდებული სურათი დაკიდე, რა :smile:



  • @ბანჯოო
    ვააა წარმატებები, ეს აზარტული თამაშია ხო? პროფებში სუფთა ალბათობაზე გათვილილი? :smile: როგორც არ უნდა დამთავრდეს მთავარი საყვარელ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაა :old:
    @X_Ray
    ხინკალიიი :love:



  • @X_Ray said in ფიქრები ხმამაღლა:

    @ბუდა მე დამავიწყდა და შემოსასვლელში აჩკიპას გადიდებული სურათი დაკიდე, რა :smile:

    შენა მეგობარო ფიქრები კი არა კალგოდკა დაკიდე რაო წავიკითხე :boli:

    ამ მეტაფორებით და შედარებებით რომ წერ ვერ ვხვდები ხოლმე რას წერ :smile:



  • @ბუდა said in ფიქრები ხმამაღლა:

    ამ მეტაფორებით და შედარებებით რომ წერ ვერ ვხვდები ხოლმე რას წერ

    იფ.jpg



  • 2012-13 წლებში, როცა ადნაკლასნიკები მომბეზრდა და ფეისბუქსაც ვერაფერი გავუგე, რაღაც გაცნობის საიტი აღმოვაჩინე. მგონი ახლა აღარ არსებობს ეგ საიტია და სახელიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ძირითადად პმ-ებს ვწერდით ერთმანეთს, მაგრამ საერთო ჩატიც იყო. ნიკებად ძირითადად საკუთარი სახელები, ან უბნის ზედმეტსახელები ეწერათ და საჯარო ჩატში კაი ნაცნობებივით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ერთი დიასახლისი იყო, მგონი... მჰ, არ მახსოვს სახელი... მოკლედ ქმრიანი და შვილებიანი დამა ქალი იყო და მიკვირდა, ამ საიტზე რას აკეთებს მეთქი, როცა მე ყველა პმ-ში სხვა მიზნით მწერდა და მეც ვმაიმუნობდი თავიდანვე გაფუჭებული ბავშვი. :@@@
    ხოდა მოკლედ იმ საიტზე ბევრი ძიაკაციც იყო, ძირითადად რაიონებიდან ისე
    მაგრამ იყვნენ ბევრნი
    და ზუსტად იქს რეისნაირი იუმორი ჰქონდათ
    და ამ საიტის დიზაინი და ზოგიერთი ძველი სმაილი ძალიან მაგონებს იქაურობას

    ეს მინდოდა მეთქვა მაშინ, იქს რეი, მაგრამ მეძინებოდა და ახლა დავწერე.



  • @ბანჯოო said in ფიქრები ხმამაღლა:

    ზუსტად იქს რეისნაირი იუმორი ჰქონდათ

    ჩემი იუმორი სად ნახე? :oxeri: :oxeri: :oxeri: :tsatsa:



  • სიცივეში არაყი კი არა ღვინო უნდა დალიო



  • საკაიფოდ წვიმს...
    მარტო ვარ...
    ძაან მაგარ ვაშლის პეროგს შევექცევი და ღვინოს ვაყოლებ ნება-ნება...

    ერთი ფიქრი მაწუხებს, ჩაისთან ტეხავს, მგონი...
    როგორ ჩავხედო აწი ფინჯანში?! :drug:


Log in to reply