Navigation

    ძნეყვ

    • Register
    • Login
    • Search
    • Categories
    • Recent
    • Tags
    • Popular
    • Users
    • Groups

    ჩვენი საყვარელი ლექსები

    საყლეპროჭაო
    8
    24
    69
    Loading More Posts
    • Oldest to Newest
    • Newest to Oldest
    • Most Votes
    Reply
    • Reply as topic
    Log in to reply
    This topic has been deleted. Only users with topic management privileges can see it.
    • salomea
      salomea last edited by

      რა მოხდებოდა,
      სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი _
      დავბადებულიყავი მთაში,
      იქ, სადაც ჩემი წინაპრები
      ჭედდნენ ოქროს და ფუტკრის სკას უვლიდნენ,
      მქონოდა სამი ჩითის კაბა,
      ორი _ საშინაო, ერთიც _ საგარეო,
      თითებზე _ მთის ბალახის გაუნელებელი სუნი
      და ყოველ დილით, როცა ხბოებს მინდვრისკენ გადავრეკდი,
      დავმდგარიყავი ყველაზე მაღალ ფერდობზე
      და მესმინა ჩემი სოფლის მდინარის სიმღერა,
      მაცოცხლებელი სიმღერა _
      სხვა მელოდია არც მცოდნოდა.
      რა მოხდებოდა,
      დაბადებულიყავი ზღვის პირას,
      მეზღვაურობაზე ოცნებით გაზრდილიყავი
      და როცა თორმეტის გახდებოდი,
      მხოლოდ მაშინ მიმხვდარიყავი,
      რომ ჩვენს ქვეყანას ფლოტი არა ჰყავს,
      რომ ჩვენმა ხალხმა არაფერი იცის გაშლილ ზღვაში ცურვის შესახებ
      და უბრალოდ,
      თევზის საჭერად გაგეშალა ბადე,
      მერე კი, ყოველთვის,
      როცა წყალში ნავს შეაცურებდი,
      შორეულ ქვეყნებზე ოცნებით ყოფილიყო სავსე
      შენი უცნაური თვალები.
      ერთმანეთს შევხვედროდით ვინმეს ქორწილში,
      ან, უარესი _ ვინმეს დაკრძალვაზე,
      მაშინ ხომ არ იარსებებდა ტელევიზორი,
      არც კომპიუტერი,
      არც მოკლე ტექსტური შეტყობინება.
      შენ დამინახავდი და იტყოდი,
      რომ ჩემი თმა მთის ჩალას ჰგავს
      და მასში ძილი არასოდეს მოგბეზრდება,
      მე დაგინახავდი და ვიტყოდი,
      რომ აქამდე მხოლოდ მესიზმრებოდა ზღვა
      და მე ის პირველად შენს თვალებში ვნახე.
      მერე კი ჩვენს ცხოვრებას ექნებოდა
      თევზისა და ზღვის მარილის გემო,
      როცა მე,
      მთვარის ბილიკიდან დაბრუნებულს,
      ბადისგან დასერილ ხელებს დაგიკოცნიდი
      და შენ იტყოდი,
      რომ არცერთ ადამიანს დედამიწაზე
      არ გამოუცდია მსგავსი ბედნიერება.
      წლიდან წლამდე ფერს დაკარგავდნენ ჩითის კაბები,
      მაგრამ საყვედური არასდროს დამცდებოდა _
      მეთევზის ცოლს ხომ შეუძლია,
      სადღესასწაულოდ ბადე ჩაიცვას,
      თევზის ფარფლისგან შეკრას გვირგვინი
      და სამყაროს გაუღიმოს.
      ახლა კი,
      როცა ჩვენს ცხოვრებას
      ყავისა და სიგარეტის გემო აქვს
      და „შანელის“ სუნი,
      როცა მანქანის კარს მორიდებით გვიღებენ
      და ყოველდღე გვეკითხებიან ჭკუას
      გაყვანილ ჯარზე,
      გაურითმავ ლექსებზე,
      ჯანსაღ ცხოვრებაზე,
      სხვების შეცდომებზე,
      საზოგადოებრივ ურთიერთობებზე,
      საერთაშორისო ურთიერთობებზე,
      ლიტერატურული პერსონაჟების ურთიერთობებზე,
      ჩვენ, ვისაც ვერაფრით დაგვირქმევია სახელი
      საკუთარი ურთიერთობისთვის,
      ჩვენ, წარმატებისთვის განწირული,
      მომღიმარი გოგო და ბიჭი,
      შეუჩერებლად ვთამაშობთ საკუთარ როლებს,
      შეუჩერებლად ვთამაშობთ საკუთარი ცხოვრებით.
      და დღეს, ამ თამაშის შუაგულში,
      ვდგავარ და გიყურებ,
      ვდგავარ და ბავშვივით ვიგრძელებ ქურთუკის სახელოებს _
      ხელებს ვიმალავ.
      მე ამ თითებით დიდხანს მეჭირა ჩვენი შეუძლებელი სიყვარული,
      რომელიც გამისხლტა
      და ახლა სიკვდილივით მეშინია,
      ჩემი ცარიელი ხელები არ დაინახო.

      1 Reply Last reply Reply Quote 0
      • Popins
        Popins last edited by

        ''სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს,
        მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი,
        მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს,
        მაგრამ არცერთთან ჭამო სირცხვილი.
        სიცოცხლე უნდა სიმღერას გავდეს,
        ვიდრემდე გული შესწყვეტდეს ფეთქვას
        და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი,
        უნდა თქვა მაინც რაც უნდა გეთქვა!!!
        სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,
        ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
        ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
        მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი''!..


        /ტარიელ ჩარქსელიანი/

        1 Reply Last reply Reply Quote 2
        • T
          Tzeentch last edited by

          supi souzi
          gadi mousvi

          salomea 1 Reply Last reply Reply Quote 2
          • salomea
            salomea @Tzeentch last edited by

            @tzeentch said in ჩვენი საყვარელი ლექსები:

            supi souzi
            gadi mousvi

            გადი
            :mad:

            Popins 1 Reply Last reply Reply Quote 1
            • Popins
              Popins @salomea last edited by

              @salomea ან ნორმალური ლექსით შემოვიდეს:givi:

              1 Reply Last reply Reply Quote 0
              • 2
                2kiss last edited by 2kiss

                ამხელა თემა ტყუილადაა? :smile: :facepalm:

                https://lechxumi.com/topic/23/ლიტერატურული-კაფე-ლაილაში/769

                Popins 1 Reply Last reply Reply Quote 1
                • Popins
                  Popins @2kiss last edited by

                  @x_ray ჩვენ კაფეებში არ დავდივართ, კოვიდ19 ის გვეშინია.:gatireb:

                  1 Reply Last reply Reply Quote 0
                  • Ბ
                    ბმარიამ last edited by

                    ვგიჟდები პოეზიაზე!

                    1 Reply Last reply Reply Quote 1
                    • ბუდა
                      ბუდა last edited by ბუდა

                      სანდრა მიდის
                      წვერები კიდია
                      ტრაკში შევეცი
                      ყლეზე მკიდია
                      :up:

                      ე, გედეიღე ახლა

                      1 Reply Last reply Reply Quote 1
                      • ripsta
                        ripsta last edited by

                        მგელი და კრავი ერთად ძოვს ბალახს
                        არაფერს ვერჩი ჩემ ახალ დალაქს
                        დალაქი არაო, თქვა - მე ვარ ბარბერი
                        ვაკე, კუს ტბა და ბაგები

                        1 Reply Last reply Reply Quote 1
                        • Ბ
                          ბმარიამ last edited by

                          ვაკე, კუს ტბა და ბაგები
                          აქ არსად დაიკარგები
                          თუკი გაქვს აირბაგები
                          მკერდში :up:

                          1 Reply Last reply Reply Quote 3
                          • Popins
                            Popins last edited by

                            მკერდში მიძევს გული,
                            ფეთქავს დადაგული,
                            ენატრება სამშობლო,
                            აერია თავბოლო.

                            1 Reply Last reply Reply Quote 1
                            • ripsta
                              ripsta last edited by

                              ერთი ხარის ისტორია სევდიანად იწყება
                              ბუდისტებისთვის მიეცა ხსოვნა არ დავიწყებას
                              ის ბოინში იყო დიდხანს მოსაკლავად და'მბული
                              მისი მომვლელი კი იყო ვინმე ხარბი ჯამბული

                              და ეს ხარი იყო ინდურიი
                              ბოინში დასაკლავად მი'მბულიიი
                              და მოირგო სიკვდილმისჯილის როლი
                              სანამ მძღნერში უპოვეს ოქროს რგოლი

                              ჯამბულმა რომ განავალში ნახა უცხო ფერი
                              მიკროსკოპის ქვეშ დაიდო ოქროსფერი მძღნერი
                              ჯერ იფიქრა, იქნებ საჭმელს შეჰყვა ოქროს რგოლი
                              მაგრამ მერე მიხვდა ამის შანსი იყო ნოლი

                              და ეს ხარი იყო ინდურიი
                              ბოინში დასაკლავად მი'მბული
                              და ეს ხარი იყო ინდური
                              ბოინში დასაკლავად მი'მბული

                              ხარის მძღნერში ოქროს ქექვით დაღლილი დაქანცული
                              მყისვე ტაძარში გაიქცა მეტიჩარა ჯამბული
                              მისი ამბის მოსმენისას, ხარი ნახეს კვირა დღეს
                              გადაიყვანეს ტაძარში, წმინდა სულად შერაცხეს

                              და ეს ხარი იყო ინდური
                              ბოინში დასაკლავად მი'მბული

                              და ეს ხარი იყო ინდური
                              ბოინში დასაკლავად მი'მბული

                              1 Reply Last reply Reply Quote 3
                              • 2
                                2kiss last edited by 2kiss


                                1 Reply Last reply Reply Quote 0
                                • Popins
                                  Popins last edited by

                                  სპლიყვ შაეკვრება ყველას
                                  ბიზნესის კაცის ფერად,
                                  ჯერ დაუდგება მელას,
                                  მერე ღარიბას გველად.

                                  1 Reply Last reply Reply Quote 0
                                  • t-90
                                    t-90 last edited by t-90

                                    ... Представляется мне мрачных виселиц ряд:
                                    И на них от версты до версты
                                    Либералы висят. Либералы висят...,
                                    И молчат их поганые рты!

                                    დანარჩენი ლექსი მაგარი გეობაა და ესაა იმენა მარტო.

                                    Popins 2 Replies Last reply Reply Quote 0
                                    • Popins
                                      Popins @t-90 last edited by

                                      @t-90 said in ჩვენი საყვარელი ლექსები:

                                      Представляется мне мрачных виселиц ряд:
                                      И на них от версты до версты
                                      Либералы висят. Либералы висят...,
                                      И молчат их поганые рты!

                                      Либерал - это смерть, либерал - это мор,
                                      либерал - это голод и страх.
                                      Либерал - это кнут и хомут и позор -
                                      Главный внешний и внутренний враг!

                                      1 Reply Last reply Reply Quote 0
                                      • Popins
                                        Popins @t-90 last edited by

                                        @t-90 სად იპოვე ეს ხარჩკოვი, 2000 წელს დაუწერია.დდ

                                        t-90 1 Reply Last reply Reply Quote 0
                                        • t-90
                                          t-90 @Popins last edited by

                                          @popins said in ჩვენი საყვარელი ლექსები:

                                          @t-90 სად იპოვე ეს ხარჩკოვი, 2000 წელს დაუწერია.დდ

                                          კაშინიც კაი ძველია :smile:
                                          ხო იც მე თავში ბიბლიოთეკა მაქვს თრეშის :smile:

                                          Popins 1 Reply Last reply Reply Quote 0
                                          • Popins
                                            Popins @t-90 last edited by

                                            @t-90 ენციკლოპედია..დდდ

                                            პ.ს. არ გერტყა ჩემთვის ევროპა, არ გირტყამდი ენციკლოპედიას და არ ვიჩხუბებდით იქ.

                                            t-90 1 Reply Last reply Reply Quote 0
                                            • 1
                                            • 2
                                            • 1 / 2
                                            • First post
                                              Last post
                                            Powered by NodeBB | Contributors