ნაცები
-
რეებს ხლართავენ
-
@ციციკორე რეებს?
-
აირივნენ დაირივნენ? თუ ჩორტებს აგდებენ ?
-
პოლიტიკა
ქართველი პოლიტიკოსები
ნაცი ქოცი ყველა ერთია ეგ კი არა წლებია ხან რას ირქმევენ ხან რას ხალხი არ იცვლება უბრალოდ -
@ბმარიამ ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე ფორუმზე. ერთხელ შემთხვევით ბოკერიას ბიძა გადამეყარა, ნოტარიუსთან მოსაცდელში. ბოკერიას ბიძა ვარო და რავი. მიშას დრო იყო გაგანია, 2005 ან 2006 წელი. ჰოდა, შევყევით ლაპარაკში. ორი კლანიაო სულო საქართველოშიო, ერთი მჟავანაძისო და მეორე აღარ მახსოვს ვინ მითხრა, გვარი ამომივარდა ახლა თავიდან. სულერთია სად და რომელ პარტიებში გადანაწილდებიანო ეს ხალხიო, ამ ორ კლანს და მათ ინტერესებს ემსახურებიანო.
-
ფეისპალმობა
-
@ციციკორე ფაქტია რომ ეს პარტიები არის პირობითი.
ხარ კლანში ჭამ, ხრავ ბიუჯეტს. არ ხარ და არ და ვერ ჭამ. მოინდომებ რამის გაკეთებას და არ გაგაკეთებინებენ. -
და არაფერი მანდ არ შეიცვლება, არასდროს.
-
@popins იქნებ შეიცვალოს
შევცვალოთ -
@ბმარიამ მასე მეგონა მეც 30 წლის წინ. ძალიან ვნანობ რომ მაშინ არ წავედი საქართველოდან.
-
@popins ნეტავ მეც არ ვიტყოდე მაგას
-
@ბმარიამ აუცილებლად იტყვი. კი, ძნელია, მაგრამ ადამიანად იგრძნობ თავს. მიუხედავად დაბრკოლებებისა აქ შრომა დაგიფასდება, მანდ არა.
-
-
-
@ბმარიამ მეც მასე მტკიცედ ვიყავი მანდ.
ჩემი ტოლები ქვეყნიდან რომ გარბოდნენ, მე ომში წავედი. -
@popins აფხაზეთის ომში?
ისე 90იანების საქართველო ყველაზე ცუდი ადგილი იყო ახალგაზრდობის წლების გასატარებლადმიხარია რომ პატარა ვიყავი მაშინ და არაფერი არ მახსოვს მაგ დროიდან
-
@tzeentch ჰო.
-
@popins ბევრი არაადამიანობები მოხდა მანდ რისი დავიწყებაც ძალიან რთული იქნება ალბათ.. ისტორიების მოსმენაც არ შემიძლია და ამ ყველაფრის ნახვა..
-
@tzeentch აღარც მინდა გახსენება და ბევრი რამ დავიწყებულიც მაქვს. იმიტომ რომ დაყოფილი იყო საქართველო, ორ ბანაკად იყო გაყოფილი, პრინციპში როგორც ახლა, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო სასტიკი რაღაცეები ხდებოდა.
-
მერე ხო იცი, ყველას თავისი სიმართლე აქვს. მე რა მე სტუდენტი ვხდებოდი პირველი შეტაკება რომ მოხდა სოხუმში. პოლიტიკური ინსინუაციები არ მაინტერესებდა დიდად. ჩემი საბუთებიც დაწვეს მაშინ აფხაზებმა იქ პირველ სკოლაში. ეზოებში ვიმალებოდით სროლა რომ დაიწყო.