ლადო, ანუ დიდი ლეჩხუმელი



  • დღეს დაბადების დღე აქვს :alk: :alk: :alk: :love: :love: :love:

    ბარდნალა

    რა კარგი იყო ბარდნალა,
    ბარდნალელების ბორანი,
    ვარდებიანი ბარდნარი,
    ბულბულთა ნაამბორალი,
    ჩემი ხორგო და მარანი,
    ჩემი ცეცხლი და ღადარი,
    სახლის წინ ნაგრიგალარი,
    გაფითრებული ჭადარი,
    ჩემი კავი და სახნისი,
    ჩემი თონე და ბეღელი
    და დედა, დიასახლისი,
    ჯანღონე გაუტეხელი,
    ჩემი პაწია ქოთანი,
    დუღილით ნაქოთქოთარი!
    რა კარგი იყო ბარდნალა,
    როგორი სათაყვანები!
    ვარდებიანი ბარდნარი
    და გუმარეშის ყანები!
    თოხი პირგამოპირული,
    გაციებული ბინული...
    გახსოვს, ტყეები? ირიბად
    ხეზე დაკრული თარჯები…
    ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,
    შეყვარებული დარჩები …
    გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
    თევზაობა და აპრილი?
    გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,
    და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
    სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
    მისგან დამთვრალი ბიჭები ?
    გახსოვს, ღვინიან შემოდეგს
    აივანზე რომ შემოვდექ ?
    გახსოვს, აფთარი ზამთარი,
    ან გაზაფხული -- პირიქით ?
    გახსოვს, ამტყდარი ავდარი
    და სარეწკელას ბილიკი ?
    გახსოვს, სოფელი ლარჩვალი
    და მეწისქვილე დამხრჩვალი ?
    გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი
    და ვარდიგორას ხანძარი
    და დიდი გუჯუ ბატონი
    თავისი ქამარ-ხანჯალით ?
    ხან ისე იყო, ხან ასე,
    გახსოვს, ცაგერის ჭალაზე ?
    ეჰ, რა იქნება ხელახლა
    დაიწყებოდეს თავიდან,
    რაც დროის დენამ შელახა,
    რაც დროსთან ერთად წავიდა !
    რა კარგი იყო ბარდნალა,
    როგორი სათაყვანები!
    შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
    რამ დაგისველა თვალები ?
    ან შენ სადა ხარ, დედილო,
    რომ ლექსი გამაბედვინო ?!
    რად არ ჭიხვინებს ვეება
    ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი ?
    ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი !
    რა კარგი იყო ბარდნალა,
    ბარდნალელების ბორანი,
    ვარდებიანი ბარდნარი,
    ბულბულთა ნაამბორალი!

    ლადო ასათიანი



  • ლეჩხუმური შემოდგომის სურათები

    რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი,
    დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის, ―
    ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი,
    რომ ხელში იგდოს თურაშაული.
    ხორბლის სურნელი ასდით კალოებს,
    მზეც ძველებურად არ იკბინება
    და უელვარებთ სავსე ტაროებს
    ნამით ნაფერი ოქროს კბილები.
    მთა მთას გასცქერის, მთა მთას გასძახის,
    სადღაც საყანედ ახოებს ჭრიან
    და გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლი
    ორღობეებში ურმების ჭრიალს.
    ბარაქის თვალი დაიარს სოფლებს,
    აღუღუნდება გიტარის სიმი...
    დაიხმარებენ ნაცნობ-მეზობლებს
    და მთელი ღამე არჩევენ სიმინდს.
    მოაქვს ცხენისწყალს გლეხკაცის სახლთან
    ნარიყალა და მორები ფიჭვის,
    ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს,
    ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის.
    ესმით ვენახში ანთებულ ატმებს
    უზარმაზარი საწნახლის ქშენა,
    ააქაქანებს სახლის წინ ქათმებს
    და ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა.
    გათეთრებულა პატარა სხვენი,
    ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს,
    და სარეკელას მადლიან ენით
    წისქვილი ჰყვება მოსავლის ამბავს.


Log in to reply